საქართველოში მდგრადი, კონკურენტული, გამჭვირვალე, სამართლიანი და ლიკვიდური ფინანსური ბაზრების ჩამოყალიბება და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვა;
- ფინანსური ინსტიტუტების ხაზინების საქმიანობის როლის ხაზგასმა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება;
- უფლებამოსილების ფარგლებში, ფინანსური ბაზრების სახაზინო დეპარტამენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ცოდნის გაზიარებით, სხვადასხვა ტრენინგებზე, სასწავლო მოდულებსა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებზე წვდომის გაძლიერებით.
- ფინანსური ინსტიტუტების სახაზინო დეპარტამენტების წარმომადგენელთა ორგანიზებული, პროფესიული ქსელის ჩამოყალიბება და გაძლიერება;
- საქართველოს ფინანსური ბაზრების საერთო ინტერესების ადვოკატირება, ფინანსური ინსტიტუტების სახაზინო დეპარტამენტების საქმიანობის მარეგულირებელ გარემოს ფორმირებაში მონაწილეობის მიღება, ბაზრის მონაწილეთა საერთო ინტერესების წარმოდგენა და დაცვა;
- ასოციაციის წევრების მხარდაჭერა საკუთარი საქმიანობის გაფართოებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანაში;
- ასოციაციის წევრების მხარდაჭერა ფინანსური პროდუქტებისათვის ახალი ბაზრების მოძიებასა და დამკვიდრებაში;
- ასოციაციის წევრებში და საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე მაღალი პროფესიული ეთიკის წახალისება;