რა არის FX კოდექსი?

წლების განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ბაზარი რჩებოდა ყველაზე მეტად არარეგულირებად ბაზრად, ხოლო სავალუტო ბაზრის მოთამაშეებს შორის არსებული განსხვავებები მასშტაბებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებში უზრუნველყოფდა მონაწილეებს შორის არათანაბარ პირობებს. საერთაშორისო პრაქტიკაში ასევე იყო გახმაურებული შემთხვევები - ბაზარზე მანიპულაციის ე.წ. „ფიქსინგის“ და სპეკულაციის

2017 წლის 24 მაისს, ლონდონში შეიქმნა სავალუტო ბაზრის გლობალური კომიტეტი, რომელმაც დაამტკიცა სავალუტო ბაზრის გლობალური კოდექსი. კოდექსის დამტკიცება შედეგია 2 წლიანი მუშაობისა, რომელიც გასწიეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შესაბამისმა კომიტეტებმა და ასოციაციებმა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან ერთად. კოდექსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სწორედ აქამდე დაურეგულირებელ სავალუტო ბაზარზე საერთო/უნიფიცირებული ქცევის ნორმებისა და პრინციპების შემოღება.

კოდექსი შედგება 6 ძირითადი პრინციპისგან, რომელთა მიზანს წარმოადგენს ძლიერი, სამართლიანი და გამჭვირვალე სავალუტო ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობა.     

კოდექსი შეიძლება იხილოთ სავალუტო ბაზრის გლობალური კომიტეტის საიტზე:  https://www.globalfxc.org/index.htm