საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის მიზანს წარმოადგენს წევრებს შორის პროფესიონალიზმისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა.
მნიშვნელოვან მიზნებს ასევე წარმოადგენს:
- ბაზარზე ოპერირების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა/წახალისება;
- ბაზრის მონაწილეებში პროფესიული ქცევის მაღალი სტანდარტებისა და კომპეტენციების დანერგვა;
- სხვადასხვა ფინანსური პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა;
- ხაზინის პრაქტიკოსი თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლება;
- ეფექტური კომუნიკაციის არხის შექმნა ბაზრის მონაწილეთა შორის.