2020 წლის დასაწყისიდან, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია გეგმავს უზრუნველყოს ბაზრის მონაწილეებისთვის ICMA-ს 6 საგანმანათლებლო ტრენინგ კურსების ჩატარება. აღნიშნული ტრენინგები მოიცავს განსხვავებულ პროგრამებს (პირველადი ბაზრების, fixed income და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების შესახებ), რომლებიც სირთულის მიხედვით დაყოფილია 2 დონედ (level 1 კურსები და level 2 კურსები) და წარიმართება რამოდენიმე სასესიო ნაწილად. ტრენინგების მიზანია ადგილობრივი ბაზრის მონაწილეთა პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება. ასევე, აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზრის მონაწილეების დაახლოებას სავალუტო ბაზრის რეგულაციით განსაზღვრულ სერტიფიცირების მოთხოვნებთან. ტრენინგის დასრულებისას მონაწილეები გაივლიან სასერტიფიკაციო გამოცდას და მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს. სასწავლო პროგრამის სპონსორია აზიის განვითარების ბანკი (ADB).